ჩამოვარდნილი სოლის შაბლონი

რა არის ჩამოვარდნილი სოლის შაბლონი?

ჩამოვარდნილი სოლის შაბლონი გამოისახება მაშინ, როდესაც დაღმავალი ტენდენციის იმპულსი შენელებას იწყებს, რის გამოც დაღმავალი მიმართულებით მოძრავი ორი ტენდენციის ხაზი ერთმანეთს უახლოვდება. ფასის დიაპაზონის შემცირება ჩვეულებრივ წინ უძღვის ფასის ზრდის დაწყებას.

როგორ მუშაობს ჩამოვარდნილი სოლის შაბლონი

ჩამოვარდნილი სოლის ანატომია

სრული ზომის გამოსახულების სანახავად დააწკაპუნეთ ან შეეხეთ მას:

ჩამოვარდნილ სოლის მახასიათებლებია:

  • ერთმანეთთან დაკავშირებული ტენდენციის ხაზები: დაღმავალი მიმართულებით მოძრავ ზედა და ქვედა ტენდენციის ხაზებს შორის მანძილი მცირდება და საბოლოოდ ისინი ერთმანეთს უკავშირდება.
  • შემცირებული ვაჭრობის მოცულობა: ამ შაბლონის ფორმირების პერიოდში ხშირად ვაჭრობის მოცულობა მცირდება, რაც გაყიდვის წნეხის შემცირებაზე მიანიშნებს.
  • გარღვევა: შაბლონი სრულდება იმ დროს, როდესაც ფასი კვეთს ზედა ტენდენციის ხაზს, რაც მიანიშნებს ფასის პოტენციურ აღმავალ მოძრაობის დაწყებაზე.

ჩამოვარდნილი სოლი ხშირად გამოისახება მაშინ, როდესაც ფასი ეცემა, თუმცა ეს კლება კარგავს იმპულსს, რადგან მყიდველები იწყებენ გააქტიურებას, რაც ანელებს ან აჩერებს ფასის ვარდნას.

როგორ იყენებენ მას ტრეიდერები

როდესაც ფასი ასცდება სოლის ზედა ხაზს, ჩვეულებრივ ეს წარმოადგენს ყიდვის ანუ „long“ პოზიციის გახსნის სიგნალს. რისკის შესამცირებლად, ტრეიდერები განათავსებენ stop-loss შეკვეთებს უშუალოდ ბოლო უმცირესი ფასის წერტილის ან სოლის ქვედა ხაზის ქვეშ.

ფასის შემდგომი მოძრაობის პროგნოზირებისთვის, ტრეიდერები ზომავენ სოლის ორ ხაზს შორის უდიდეს მანძილს და ამატებენ ფასის გარღვევის წერტილამდე მანძილს.

ჩამოვარდნილი სოლის და აღმავალი სოლის შაბლონები

არსებობს სოლის შაბლონის ორი ძირითადი ტიპი:

  • აღმავალი სოლი: ჩვეულებრივ წარმოადგენს Bearish სიგნალს და მიანიშნებს ფასის პოტენციურ შებრუნებაზე ან დაღმავალი ტენდენციის გაგრძელებაზე.
  • ჩამოვარდნილი სოლი: ჩვეულებრივ წარმოადგენს Bullish სიგნალს და მიანიშნებს დაღმავალი ტენდენციის სავარაუდო დასრულებაზე და ფასის პოტენციური ზრდის დაწყებაზე.

ორივე მათგანი ფასის მოძრაობის დიაპაზონის შემცირებაზე მიანიშნებს, თუმცა განსხვავებულია სავარაუდო მიმართულებები.

დადებითი და უარყოფითი მხარეები

ჩამოვარდნილი სოლები წარმოადგენს შედარებით მკაფიო სიგნალებს, რომლებიც გვთავაზობს კარგად განსაზღვრულ პოზიციაზე შესვლის, გამოსვლის და Stop-loss შეკვეთის განთავსების წერტილებს. შაბლონის ხაზების დაახლოება ამცირებს გაურკვევლობას და რისკის და სარგებლის ხელსაყრელ თანაფარდობას.

თუმცა, ფასების დიაგრამების ნებისმიერი სხვა შაბლონის მსგავსად, ჩამოვარდნილი სოლები არ გვთავაზობს წარმატების გარანტიას. არსებობს ცრუ გარღვევების სიგნალების დაფიქსირების ალბათობა, ამიტომ რეკომენდებულია ამ სიგნალების დადასტურება სხვა ინსტრუმენტებით, როგორიცაა ვაჭრობის მოცულობის ანალიზი ან სხვა ტექნიკური ინდიკატორები.

დასკვნა

ჩამოვარდნილი სოლი ფასის დიაგრამის სასარგებლო შაბლონია, რომელიც მიანიშნებს დაღმავალი ტენდენციის დასრულებასა და ფასის პოტენციური ზრდის დაწყებაზე. ერთმანეთთან დაახლოებული დაღმავალი ტენდენციის ხაზების იდენტიფიცირების მეშვეობით, ტრეიდერებს შეუძლიათ განსაზღვრონ პოზიციაზე შესვლის წერტილები. მიუხედავად იმისა, რომ ჩამოვარდნილი სოლი სასარგებლო ინსტრუმენტს წარმოადგენს, მისი გამოყენება რეკომენდებულია ანალიზის და რისკის მართვის სხვა სტრატეგიებთან ერთად.

პოსტების გაზიარება
დაარეგისტრირეთ ანგარიში
თქვენი ცოდნის პრაქტიკაში გამოსაყენებლად გახსენით Binance-ის ანგარიში დღესვე.