ბლოკჩეინ ნოდები არ არის დაკავშირებული ქსელში არსებულ ყველა სხვა ნოდთან. ამის ნაცვლად, თითოეული ნოდი ინარჩუნებს შეზღუდული რაოდენობის კავშირებს peer-ების მცირე ჯგუფთან, რომელთა მიერაც ხდება ახალი ტრანზაქციებისა და ბლოკების გადაცემა. Eclipse შეტევა სწორედ კავშირის ამგვარი შეზღუდვით სარგებლობს.
როგორც წესი, თავდამსხმელის მიერ ხდება მრავალი ნოდის გაშვება სხვადასხვა IP მისამართზე, რის შემდეგაც ის მსხვერპლის კავშირის ყველა ხელმისაწვდომი სლოტის დაკავებას ცდილობს. აღნიშნული შესაძლოა განხორციელდეს სამიზნე ნოდის კავშირის მოთხოვნებით გადატვირთვის ან მისი გადატვირთვის დალოდების გზით, რის შედეგადაც ნოდი ხელახლა უკავშირდება თავდამსხმელის მიერ კონტროლირებად peer-ებს. ოპერაციის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, სამიზნე ნოდის თითოეული შემავალი და გამავალი კავშირი სრულად ექცევა თავდამსხმელის კონტროლის ქვეშ.
ნოდზე თავდასხმისას, თავდამსხმელს შეუძლია ახალი ბლოკების დაყოვნება ან დამალვა, ტრანზაქციების შეზღუდვა ან ბლოკჩეინის ალტერნატიული ვერსიის წარმოდგენა. ერთი შეხედვით, ყველაფერი წესრიგში ჩანს, რაც ამ შეტევის ამოცნობას განსაკუთრებით ართულებს.
დეცენტრალიზებული ციფრული ლეჯერი, რომელშიც ქრონოლოგიური თანმიმდევრობითაა ჩაწერილი კრიპტოვალუტის ტრანზაქციები...
კრიპტოგრაფიის მეშვეობით დაცული ციფრული ვალუტა, რომელიც გამოიყენება როგორც გაცვლის საშუალება peer-to-peer (P...
მათემატიკური თეორიებისა და გამოთვლების გამოყენების მეცნიერება ინფორმაციის დაშიფვრისა და გაშიფვრის მიზნით.