რა არის Based (BASED)?

რა არის Based (BASED)?

განახლებული Apr 27, 2026
7m

მთავარი დეტალები

  • Based წარმოადგენს Hyperliquid-ის 1-ელი დონის ქსელზე გაშვებულ კრიპტო აპლიკაციას, რომელიც საშუალებას გვაძლევს ერთი ანგარიშის გამოყენებით ვივაჭროთ კრიპტოვალუტით, აქციებით და საქონლით, ასევე მივიღოთ წვდომა პროგნოზირების ბაზრებზე, გადახდის სისტემებზე, სტეიკინგზე და ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტებზე.

  • BASED არის ეკოსისტემის ადგილობრივი utility ტოკენი. მისი ფლობით ან სტეიკინგზე განთავსებით შეგვიძლია მივიღოთ საკომისიოს ფასდაკლებები, 8%-მდე ქეშბექი, ხარჯვის უფრო მაღალი ლიმიტები და პლატფორმის დამატებით ფუნქციებზე წვდომა.

  • BASED ტოკენის მთლიანი მარაგი ფიქსირებულია და შეადგენს 1 000 000 000 ტოკენს. ამ ტოკენის გენერირების ღონისძიება (TGE) გაიმართა 2026 წლის 30 მარტს.

  • ტოკენის ინვესტორებსა და ძირითად კონტრიბუტორებს შორის განაწილების შემდეგ გამოცხადდა ერთწლიანი ბლოკირების პერიოდი, რასაც მოჰყვება ორწლიანი პერიოდი ყოველთვიური ვესტინგით.

Binance Academy-ს კურსების ბანერი

შესავალი

ხშირად კრიპტოს მომხმარებლებს ვაჭრობისთვის, გადახდებისთვის, მოვლენების პროგნოზირების ბაზრებისთვის და სარგებლის სტრატეგიებისთვის სხავდასხვა პლატფორმების გამოყენება უწევთ. Based წარმოადგენს აპლიკაციას, რომელიც ამ ფუნქციების გაერთიანების შესაძლებლობას გვთავაზობს. მისი დეველოპერები ამ აპლიკაციას უწოდებენ კრიპტოს სუპერ აპლიკაციას: ბაზრებზე წვდომა, ანგარიშის ბალანსის შევსება, თანხის დახარჯვა და ხელოვნური ინტელექტით მხარდაჭერილი ფინანსური ინსტრუმენტების გამოყენება ერთი ინტერფეისიდან შეგიძლიათ. ის წარმოადგენს დეცენტრალიზებული ფინანსების (DeFi) სივრცესთან დაკავშირებულ ერთიან პლატფორმას.

რა არის Based?

Based წარმოადგენს Hyperliquid-ის 1-ელი დონის ქსელზე გაშვებულ ფინანსურ აპლიკაციას. საკუთარი ბლოკჩეინის ოპერირების ნაცვლად, ის ფუნქციონირებს, როგოგორც აპლიკაციის ფენა, რომელიც ტრანზაქციების ანგარიშსწორებისთვის და აღსრულებისთვის იყენებს Hyperliquid-ის ინფრასტრუქტურას. ტრანზაქციების ბლოკჩეინზე ჩაწერა წამის მეათედებში ხდება. ამ დროს მომხმარებელს არ სჭირდება კროს-ჩეინ ხიდების გამოყენება.

პლატფორმაზე წვდომა შესაძლებელია ვებ და დესკტოპ-ვერსიების ან iOS და Android აპლიკაციების გამოყენებით. მომხმარებელს ანგარიშის ბალანსის შევსება პირდაპირ საბანკო გადარიცხვის ან საკრედიტო ბარათის მეშვეობით შეუძლია. პროდუქტის ყველა ფუნქციაზე წვდომა ერთი ანგარიშიდანაა შესაძლებელი, რაც გამორიცხავს რამდენიმე აპლიკაციის ან ქსელის ერთდროულად გამოყენების საჭიროებას.

2026 წლის თებერვალში, Series A რაუნდში Based-მა შეძლო 11,5 მილიონი აშშ დოლარის მოზიდვა. ღონისძიებას ხელმძღვანელობდა Pantera Capital, მონაწილეებს წარმოადგენდნენ Coinbase Ventures, Ethena, Wintermute Ventures, Hashed და Spartan Group. ეკოსისტემას და ტოკენების ჯილდოების განაწილებას მართავს Based Foundation.

Based-ის ძირითადი ფუნქციები

ვაჭრობა

Based გვთავაზობს წვდომას Hyperliquid-ის სპოტ ვაჭრობაზე და უვადო ფიუჩერსებზე, ასევე აქციებზე და საქონელზე. პლატფორმა მუშაობს დღეში 24 საათი და კვრაში შვიდი დღე. Based-ზე შემოსავლს გენერირება ხდება დეველოპერის 0,025%-იანი საკომისიოების მეშვეობით, რომელსაც ტრეიდერი იხდის თითოეულ ვაჭრობაზე, რომლის დამუშავებაც ხდება Hyperliquid-ის დეველოპერის კოდის მეშვეობით.

პროგნოზირების ბაზრები

Based გვთავაზობს წვდომა მოვლენების შედეგების პროგნოზირების ბაზრებზე, სადაც მომხმარებლები პოზიციებს ხსნიან რეალური სამყაროს მოვლენების შედეგებზე ფსონებისგაკეთების მეშვეობით. მოვლენები შეიძლება დაკავშირებული იყოს პოლიტიკასთან, სპორტთან და კრიპტოსთან. ამ ბაზრებზე წვდომა შესაძლებელია იმავე ანგარიშის მეშვეობით, რომელიც გამოიყენება ვაჭრობისთვის და გადახდებისთვის.

Based-ის Visa Platinum ბარათი

Based გვთავაზობს Visa Platinum ბარათს, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ მსოფლიოს მასშტაბით 100 მილიონზე მეტ სავაჭრო პუნქტში. ბარათის მფლობელს შეუძლია თანხა პირდაპირ Based-ის ბალანსიდან დახარჯოს, მისი საბანკო ანგარიშზე გადარიცხვის გარეშე. ხელმისაწვდომია 8%-მდე ქეშბექის ჯილდოები. რაც უფრო მაღალია BASED ბარათის მფლობელის სტატუსი, მით უფრო მაღალია ქეშბექის პროცენტი BASED-ის მფლობელის დონე. ბარათის ხარჯვის ლიმიტებიც ასევე დამოკიდებულია მფლობელის სტატუსზე.

ბარათის ტრანზაქციების მოგების გენერირება ხდება interchange საკომისიოების მეშვეობით. საერთაშორისო ტრანზაქციების დროს მომხმარებელი დამატებით იხდის უცხოური ვალუტის კონვერტაციის საკომისიოებს.

Based AI

Based AI წარმოადგენს ინფრასტრუქტურას, რომელშიც იძლევა პლატფორმაში ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაციის შესაძლებლობას. მისი შესაძლებლობები მოიცავს შემდეგს: ღია პოზიციების რისკებზე მონიტორინგი, ვაჭრობის აღსრულებასთან დაკავშირებული რეკომენდაციები, პორტფოლიოს ოპტიმიზაცია და 24/7 რეჟიმში მომუშავე სტრატეგიების ავტონომიური აღსრულება კონფიდენციალური ინფერენციების მეშვეობით, რა დროსაც მომხმარებლის მონაცემების და სტრატეგიების დამუშავება ხდება პლატფორმის გარეთ.

ოფიციალურ დოკუმენტაციაში ასევე აღწერილია კონცეფცია, რომელსაც აგენტურულ კომერციას უწოდებენ: ხელოვნური ინტელექტის აგენტებს შეუძლიათ აკონტროლონ საფულეები, აღასრულონ ვაჭრობები და განახორციელონ სერვისების საფასურების გადახდები x402 გადახდის პროტოკოლის გამოყენებით. Based-მა გაუშვა ai.based.one და based.page, რაც ამ მიმართულების ადრეულ ინფრასტრუქტურას წარმოადგენს.

სტეიკინგი და საპარტნიორო პროგრამა

მომხმარებლებს შეუძლიათ დაბლოკონ საკუთარი BASED ტოკენები პლატფორმის სტეიკინგის მექანიზმის მეშვეობით. სტეიკინგი მათ სთავაზობს ფასდაკლებებს ვაჭრობის საკომისიოებზე, ბარათის უფრო მაღალ ქეშბექებს და წვდომას Based Launchpool-ზე. საპარტნიორო პროგრამა იძლევა საკომისიოების გამომუშავების შესაძლებლობას ახალი მომხმარებლების მოწვევის სანაცვლოდ.

Based Launchpool

Based Launchpool არის ფუნქცია, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს ადრეული წვდომას ახლად გამოშვებულ ტოკენებზე BASED-ის ფლობის ან სტეიკინგის სანაცვლოდ. ის წარმოადგენს პროექტების პოპულარიზაციის პლატფორმას, რომელთაც არ სურთ საქმიანობის დაწყება მომხმარებელთა ბაზის გარეშე და ცდილობენ მიიპყრონ ვაჭრობის სფეროს აქტიური აუდიტორიის ყურადღება.

რა არის BASED ტოკენი?

BASED არის Based ეკოსისტემის ადგილობრივი utility ტოკენი, რომელიც გამოშვებულ იქნა Based Foundation-ის მიერ. მისი დანიშნულებაა მომხმარებლისთვის პლატფორმის შესაძლებლობებზე წვდომის შეთავაზება და არ წარმოადგენს აქტივის წილის მფლობელობის დადასტურების ან პროტოკოლის მოგების მოთხოვნის საშუალებას. ტოკენის გენერირების ღონისძიება (TGE) გაიმართა 2026 წლის 30 მარტს.

BASED ტოკენის ჰოლდინგი ან სტეიკინგი გვთავაზობს წვდომას შემდეგ ბენეფიტებზე:

  • ფასდაკლებები სავაჭრო ან პროგნოზირების ბაზრის აქტიბობების საკომისიოებზე

  • 8%-მდე ქეშბექი Based-ის Visa Platinum ბარათით გადახდისას. ქეშბექის ზუსტი ოდენობა დამოკიდებულია მფლობელის სტატუსზე

  • ბარათის ხარჯვის უფრო მაღალი ლიმიტები

  • თანხის დეპონირების და გატანის უფრო დაბალი საკომისიოები

  • წვდომა Based Launchpool-ზე და პროექტის ტოკენების ადრეულ განაწილებაზე

  • ფასდაკლებები Based Mall-ის პარტნიორ მოვაჭრეებთან

  • ხელოვნური ინტელექტის კრედიტები აგენტების ფუნქციების გამოსაყენებლად

Based-ის litepaper-ში მისი ეკონომიკის ალგორითმი მქნევარას მექანიზმთანაა შედარებული: მეტი ტრეიდერი ნიშნავს მეტ შემოსავალს, რაც ნიშნავს უკეთეს ბენეფიტებს, რაც თავის მხრივ იზიდავს მეტ მომხმარებელს, რაც ზრდის Based-ის მნიშვნელობას Launchpool-ის მეშევეობით გაშვებული პროექტებისთვის, რაც თავის მხრივ ზრდის მოთხოვნას BASED-ზე.

გაითვალისწინეთ, რომ პლატფორმის განვითარების პარალელურად ხელმისაწვდომი ბენეფიტები შეიძლება შეიცვალოს. გაეცანით პროგრამის უახლესი პირობების სანახავად გაეცანით Based-ის დოკუმენტაციას.

BASED-ის ტოკენომიკა

BASED-ის მთლიანი მარაგი ფიქსირებულია და ის 1 000 000 000 ტოკენს შეადგენს.

ტოკენების განაწილება

  • Genesis განაწილება: 36 00% (360 000 000 BASED)

  • ეკოსისტემა და ჯილდოები: 23 64% (236 400 000 BASED), იმართება Based Foundation-ის მიერ

  • ინვესტორები: 20 36% (203 600 000 BASED)

  • ძირითადი კონტრიბუტორები: 20 00% (200 000 000 BASED)

Genesis განაწილების დეტალიზაცია

2026 წლის 30 მარტს, ტოკენის გენერირების ღონისძიების დროს განაწილებული იქნა მთლიანი მარაგის 24% (240 000 000 BASED) was released at the TGE on March 30, 2026. Genesis-ის დროს გაცემული ტოკენები შემდეგნაირად გადანაწილდა:

  • Based-ის საზოგადოება (Season 1, Season 2, PUPs, BasedPal): მთლიანი მარაგის 23,5%, სრულად იქნა გაცემული TGE-ს დროს.

  • Ethena-ს საზოგადოება: მთლიანი მარაგის 7,0%, აქედან 0,5% გაიცა TGE-ს დროს, 20% გაიცა TGE-ს შემდეგ სამი თვის განმავლობაში, ხოლო დარჩენილი 80% გაიცემა ერთი წლის განმავლობაში.

  • Season 3-ის მონაწილეები: მთლიანი მარაგის 5,0%, მისი გაცემა დაგეგმილია 2026 წლის მაისში.

ვესტინგის გრაფიკი

ინვერსტორებზე და ძირითად კონტრიბუტორებზე განაწილებული ტოკენებისთვის მოქმედებს ვესტინგის იდენტური სტრუქტურა: ერთწლიანი ბლოკირების პერიოდის შემდეგ დაიწყება ყოველთვიური განბლოკვის პროცესი, რომელიც ორი წლის განმავლობაში გაგრძელდება. ეკოსისტემის და ჯილდოების ტოკენების მართვას ახორციელებს Based Foundation. ეს ნაწილი პროექტის მიმდინარე ინიციატივებისთვის არის განკუთვნილი.

ხშირად დასმული კითხვები

რომელ ბლოკჩეინზე მუშაობს Based?

Based არ წარმოადგენს დამოუკიდებელ ბლოკჩეინს. ის მუშაობს, როგორც Hyperliquid-ის 1-ელ ქსელზე გაშვებული აპლიკაციის ფენა, რომელიც გვთავაზობს ტრანზაქციების ანგარიშსწორებას, აღსრულებას და ბლოკჩეინზე გადატანას წამის მეათედებში.

რომელი აქტივებით შემიძლია ვივაჭრო Based-ზე?

Based გვთავაზობს კრიპტოთი (სპოტ და უვადო ფიუჩერსებით), აქციებით და საქონლით, მათ შორის ოქროთი, ვერცხლით და ნავთობით ვაჭრობას, ეს ყველაფერი Hyperliquid ქსელზე გაშვებული ერთიანი ინტერფეისის გამოყენებითაა შესაძლებელი. ბაზრები ხელმისაწვდომია დღეში 24 საათი და კვრაში შვიდი დღე.

რისთვის გამოიყენება BASED ტოკენი?

BASED არის Based ეკოსისტემის ადგილობრივი utility ტოკენი. მისი ფლობით ან სტეიკინგით შეგიძლიათ მიიღოთ ფასდაკლებები ვაჭრობის საკომისიოებზე 8%-მდე ქეშბექი Based-ის Visa Platinum ბარათით გადახდისას, ხარჯვის გაზრდილი ლიმიტები, ფასდაკლებები თანხის დეპონირების და გატანის საკომისიოებზე და წვდომა Launchpool-ის და Based Mall-ის ფასდაკლებებზე.

როდის გაიმართა BASED-ის TGE?

BASED ტოკენის გენერირების ღონისძიება (TGE) გაიმართა 2026 წლის 30 მარტსplace on March 30, 2026. ეს ტოკენი გამოშვებულია Based Foundation-ის მიერ. ის ასევე მართავს ეკოსისტემას და ჯილდოების განაწილების პროცესს.

როგორ ნაწილდება BASED ტოკენის მარაგი?

ტოკენის მთლიანი ფიქსირებული მარაგია 1 000 000 000 BASED, რომელიც შემდეგნაირად არის განაწილებული: Genesis განაწილება (36%), ეკოსისტემა და ჯილდოები (23,64%), ინვესტორები (20,36%) და ძირითადი კონტრიბუტორები (20%). ინვესტორების და კონტრიბუტორების ტოკენები დაიბლოკება ერთი წლით, რასაც მოჰყვება ყოველთვიური ვესტინგის ორწლიანი პერიოდი.

რა არის Based-ის Visa Platinum ბარათი?

Based-ის Visa Platinum ბარათი მომხმარებელს შეუძლია გამოიყენოს მსოფლიოს მასშტაბით 100 მილიონზე მეტ სავაჭრო პუნქტში, თანხის საბანკო ანგარიშზე გადატანის საჭიროების გარეშე. ხელმისაწვდომია 8%-მდე ქეშბექი. ტარიფები და ხარჯვის ლიმიტები დამოკიდებულია BASED-ის მფლობელის სტატუსზე.

შეჯამება

Based წარმოდგენილია ერთიანი ფინანსური ინტერფეისის სახით, რომელიც აერთიანებს აქტივების უამრავ კლასს. მომხმარებელს ყოველდღიური გადახდების განხორციელება და ხელოვნური ინტელექტით მხარდაჭერილი ინსტრუმენტებით სარგებლობა ერთი ანგარიშიდან შეუძლია. BASED ტოკენის მეშვეობით, პლატფორმის მომხმარებელი იღებს წვდომას საკომისიოების ფასდაკლებებზე, ბარათის ჯილდოებზე და სამომავლო ფუნქციებზე. Based Foundation მართავს ეკოსისტემის ტოკენების გრძელვადიან განაწილებას. პროექტის შემქმნელები თვლან, რომ საბოლოო ჯამში ყველა სავაჭრო აქტივი გადატანილ იქნება ბლოკჩეინზე, ხოლო ერთიანი კომპონირებადი ინტერფეისი კი გახდება ძირითადი საშუალება, რომლითაც მომხმარებლები შეძლებენ ამ ბაზრებთან ურთიერთქმედებას.

დამატებითი საკითხავი

პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის წარმოდგენილია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შეძენას. რჩევების მისაღებად თავად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. თუ წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებს, რისკის შესახებ გაფრთხილებას და Binance Academy-ს პირობებს.

პოსტების გაზიარება
დაარეგისტრირეთ ანგარიში
თქვენი ცოდნის პრაქტიკაში გამოსაყენებლად გახსენით Binance-ის ანგარიში დღესვე.