მთავარი დეტალები
წინამდებარე გზამკვლევში აღწერილია, თუ როგორ უნდა შექმნათ ანგარიში, გაიაროთ ვინაობის ვერიფიკაცია, შეიძინოთ კრიპტო, განხორციელოთ პირველი ვაჭრობა და უზრუნველყოთ თქვენი ანგარიშის უსაფრთხოება.
Binance-ზე კრიპტოს შესაძენად, პირველ რიგში უნდა გაიაროთ ვინაობის ვერიფიკაციის პროცესი Know Your Customer (KYC) მეთოდის გამოყენებით, შემდეგ აირჩიოთ გადახდის მეთოდი, მაგალითად ბარათი, საბანკო გადარიცხვა ან peer-to-peer ტრანზაქცია.
Convert ინსტრუმენტი ახალბედებს სთავაზობს მარტივ ინტერფეისს, ხოლო სპოტ ვაჭრობის ინტერფეისი წარმოგიდგენთ შეკვეთების ტიპების და ფასების უკეთ კონტროლის შესაძლებლობას.
დაიცავით თქვენი ანგარიში ძლიერი და უნიკალური პაროლის გამოყენებით, გაააქტიურეთ ორფაქტორიანი ავთენტიფიკაცია და დააყენეთ ფიშინგის საწინააღმდეგო კოდი.
შესავალი
Binance-ის ანგარიში გთავაზობთ უამრავ კრიპტოვალუტაზე და ბლოკჩეინის სერვისებზე წვდომას, მათ შორის ციფრული აქტივების ყიდვის და გაყიდვის ფუნქციებს და Web3 აპლიკაციებს. ამ გზამკვლევში აღწერილია ვაჭრობის დაწყების ძირითადი საფეხურები: ანგარიშის შექმნა, ვინაობის ვერიფიკაცია, კრიპტოს შეძენა, შეკვეთის განთავსება და უსაფრთხოების საბაზისო ფუნქციების გააქტიურება.
როგორ შევქმნათ Binance-ის ანგარიში
თქვენი პირველი Bitcoin-ის ან BNB-ის ყიდვამდე საჭიროა გახსნათ ანგარიში.
გადადით Binance-ის მთავარ გვერდზე და დააწკაპუნეთ ღილაკზე [რეგისტრაცია].
შეიყვანეთ თქვენი ელ. ფოსტის მისამართი ან მობილურის ნომერი და აირჩიეთ უსაფრთხო პაროლი.
შეიყვანეთ 6-ნიშნა კოდი, რომელსაც მიიღებთ თქვენს ელ. ფოსტაზე ან ტელეფონზე და დააწკაპუნეთ ღილაკზე [შემდეგი].
აირჩიეთ ძლიერი პაროლი, რომელიც შედგება მინიმუმ 8 სიმბოლოსგან, რაც მოიცავს მინიმუმ ერთ ციფრს და ერთ მთავრულ ასოს. არ გაუზიაროთ პაროლი სხვა პირს.
ვერიფიკაციის შემდეგ შეძლებთ თქვენი Binance-ის ანგარიშის გამოყენებას.
როგორ შევიძინოთ კრიპტო Binance-ზე
კრიპტოს შეძენამდე საჭიროა გაიაროთ ვინაობის ვერიფიკაციის პროცესი, რომელსაც ეწოდება Know Your Customer (KYC). ამ პროცესის დროს ხდება თქვენი ვინაობის დადასტურება, რაც Binance-ს აძლევს სამართლებრივი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობას. ვერიფიკაციის შემდეგ შეძლებთ კრიპტოს შეძენის დაწყებას შემდეგი მეთოდების გამოყენებით:
საკრედიტო ან სადებეტო ბარათი: წარმოადგენს ყველაზე მარტივ ვარიანტს ახალბედა მომხმარებლებისთვის.
საბანკო გადარიცხვა: გადარიცხეთ ფიატ-ვალუტა თქვენი საბანკო ანგარიშიდან თქვენს ფიატ და სპოტ საფულეში, რის შემდეგაც შეძლებთ მის გამოყენებას სავაჭრო ბირჟაზე.
Binance P2P: შეიძინეთ კრიპტო პირდაპირ სხვა მომხმარებლისგან Binance-ის peer-to-peer სავაჭრო პლატფორმის მეშვეობით.
კრიპტოს შეძენა საკრედიტო ან სადებეტო ბარათით
ეკრანის ზედა ნაწილში არსებულ მენიუში დააწკაპუნეთ ჩანართზე [კრიპტოს ყიდვა] და აირჩიეთ [ყიდვა და გაყიდვა].
აირჩიეთ ფიატ-ვალუტა, რომლითაც აპირებთ გადახდას და კრიპტო, რომლის შეძენაც გსურთ. ბარათის რეკვიზიტების შესაყვანად დააწკაპუნეთ ღილაკზე [ახალი ბარათის დამატება]. შენიშვნა: შესაძლებელია მხოლოდ თქვენს სახელზე რეგისტრირებული ბარათის გამოყენება.
შეამოწმეთ შეკვეთის დეტალები, მათ შორის გაცვითი კურსები და საკომისიოები (რისთვისაც დააჭირეთ [...] ღილაკს). გადახდის დასასრულებლად დააწკაპუნეთ ღილაკზე [დადასტურება].
პროცესის დასრულების შემდეგ, შეძენილი კრიპტო აისახება თქვენს Binance Spot საფულეში.
როგორ ვივაჭროთ კრიპტოთი Binance-ზე
Binance გთავაზობთ ვაჭრობის ორ ძირითად მეთოდს: Convert ინსტრუმენტს (რეკომენდებულია დამწყებთათვის) და სპოტ ვაჭრობის ინტერფეისს (გთავაზობთ შეკვეთების ტიპების და ფასების უკეთ კონტროლის შესაძლებლობას). ლიმიტ-შეკვეთა საშუალებას გაძლევთ მიუთითოთ კონკრეტული სამიზნე ფასი, ხოლო საბაზრო შეკვეთის აღსრულება ხდება მომენტალურად, მიმდინარე საბაზრო ფასად.
Convert ინსტრუმენტის გამოყენება
გადადით ჩანართზე [ვაჭრობა] და აირჩიეთ [Convert და ბლოკ-ვაჭრობა].
ზედა ველში აირჩიეთ მონეტა, რომლის გადაცვლაც გსურთ და შეიყვანეთ თანხა. ქვედა ველში აირჩიეთ სამიზნე კრიპტოვალუტა ან ფიატ-ვალუტა. შეკვეთის ნაგულისხმევ მნიშვნელობად არჩეულია [მომენტალური], რაც იმას ნიშნავს, რომ შეკვეთა აღსრულდება მიმდინარე სპოტ ფასად.
ვაჭრობის დეტალების შესამოწმებლად დააწკაპუნეთ ღილაკს [კონვერტაციის დეტალების ნახვა], შემდეგ კი დასადასტურებლად დააწკაპინეთ ღილაკზე [კონვერტაცია].
ლიმიტ შეკვეთის გამოყენებისთვის, ეკრანის ზედა ნაწილში მოცემულ მენიუში აირჩიეთ, select [ლიმიტ შეკვეთა], მიუთითეთ სამიზნე ფასი და განათავსეთ შეკვეთა. ამ შეკვეთის აღსრულება მოხდება იმ შემთხვევაში, როდესაც საბაზრო ფასი მიაღწევს მითითებულ მაჩვენებელს.
სპოტ ვაჭრობის ინტერფეისის გამოყენება
ეკრანის ზედა ნაწილში მოცემულ მენიუში დააწკაპუნეთ ღილაკზე [ვაჭრობა], შემდეგ აირჩიეთ [სპოტი].
მარცხენა პანელზე მოცემულია შეკვეთების წიგნი: წითლად აღნიშნულია გაყიდვის შეკვეთები (მოთხოვნები), ხოლო მწვანედ აღნიშნულია ყიდვის შეკვეთები (შემოთავაზებები). ცენტრში წარმოდგენილია არჩეული სავაჭრო წყვილის ფასის ინტერაქტიული დიაგრამა. ქვედა მარჯვენა პანელში მოცემულია ამ მომენტში განხორციელებული ვაჭრობების სია.
დიაგრამის ქვემოთ არსებული პანელის გამოყენებით ტქვენ შეგიძლიათ შექმნათ ყიდვის და გაყიდვის შეკვეთები. თუ პირველად ვაჭრობთ, პირველ რიგში დაგჭირდებათ თქვენს სპოტ საფულეში თანხის ჩარიცხვა, რისთვისაც უნდა დააწკაპუნოთ [+] სიმბოლოზე.
თუ გსურთ თქვენი USDT გადაცვალოთ BTC-ზე ლიმიტ შეკვეთის გამოყენებით: აირჩიეთ [ლიმიტ შეკვეთა], შეიყვანეთ თანხა და სამიზნე ფასი, შემდეგ დააწკაპუნეთ ღილაკზე [BTC-ის ყიდვა]. თქვენი შეკვეთა გამოჩნდება ინტერფეისის ქვედა ნაწილში და შეივსება, როდესაც BTC-ის ფასი გაუტოლდება თქვენ მიერ მითითებულ ფასს.
თუ გსურთ თქვენი BTC გადაცვალოთ USDT-ზე საბაზრო შეკვეთის გამოყენებით: აირჩიეთ [საბაზრო შეკვეთა], მიუთითეთ თანხა და დააწკაპუნეთ ღილაკზე [BTC-ის გაყიდვა]. შეკვეთა მომენტალურად აღსრულდება საუკეთესო ხელმისაწვდომ ფასად.
Binance P2P-ის გამოყენება
Binance P2P მყიდველებს და გამყიდველებს აძლევს ერთმანეთთან პირდაპირ ვაჭრობის შესაძლებლობას. მომხმარებლებს შეუძლიათ აირჩიონ სასურველი გადახდის მეთოდი და ადგილობრივი ვალუტა. ამ დროს ტრანზაქციების უსაფრთხოებას უზრუნველყოფს Binance-ის ესქრო სერვისი, რომლის მეშვეობითაც ხდება კრიპტოს დროებით დაბლოკვა, სანამ ორივე მხარე არ დაადასტურებს ვაჭრობის დასრულებას.
Binance P2P-ის გამოყენება მობილურ აპლიკაციაში
გახსენით Binance-ის აპლიკაცია და შეეხეთ ჩანართს [ვაჭრობა].
ეკრანის ზედა მარჯვენა კუთხეში არსებული ვარიანტებიდან აირჩიეთ [P2P ვაჭრობა].
აირჩიეთ სასურველი ვალუტა და გადახდის მეთოდი, შემდეგ კი გაეცანით ხელმისაწვდომ შეთავაზებებს.
ტრანზაქციის დასასრულებლად მიჰყევით ეკრანზე მოცემულ მითითებებს. გაგრძელებამდე შეამოწმეთ ყველა დეტალი და შემხვედრი მხარის მონაცემები.
დეტალური ინსტრუქციები იხილეთ სტატიაში Binance P2P-ის გზამკვლევი.
როგორ უნდა უზრუნველყოთ თქვენი Binance-ის ანგარიშის უსაფრთხოება
ძლიერი რეკვიზიტების და Binance-ის ინტეგრირებული უსაფრთხოების ფუნქციების გამოყენება დაგეხმარებათ თქვენი თანხების დაცვაში. ქვემოთ მოცემულია რეკომენდაციები, რომლებიც უნდა გაითვალისწინოს ნებისმიერმა მომხმარებელმა.
გამოიყენეთ ძლიერი პაროლი
თქვენი პაროლი უნდა წარმოადგენდეს ზედა და ქვედა რეგისტრის ასოების, ციფრების და სიმბოლოების კომბინაციას. მოერიდეთ მარტივი ან ძველი პაროლის გამოყენებას და არ გაუზიაროთ ის სხვა პირებს. შეცვალეთ ის პერიოდულად, გამსაკუთრებით არასანქცირებული წვდომის მცდელობის დაფიქსირების შემთხვევაში.
გაააქტიურეთ ორფაქტორიანი ავთენტიფიკაცია (2FA)
ორფაქტორიანი ავთენტიფიკაცია (2FA) წარმოადგენს სისტემაში შესვლის ვერიფიკაციის დამატებით საფეხურს. მაშინაც კი, თუ თქვენი პაროლი თაღლითს ჩაუვარდება ხელში, ის ვერ შეძლებს თქვენს ანგარიშზე წვდომას 2FA მოწყობილობის გარეშე. Binance გვთავაზობს ავთენტიფიკატორი აპლიკაციების (როგორიცააGoogle Authenticator), SMS-ით ავთენტიფიკაციის და Passkey-ს მხარდაჭერას. Passkey წარმოადგენს შედარებით ახალ სტანდარტს, რომელიც ავტორიზაციისთვის იყენებს მოწყობილობის ბიომეტრიის ფუნქციებს (თითის ანაბეჭდის ან სახის ამოცნობის ფუნქციას). Passkey-ს მხარდაჭერა Binance-ზე დაემატა 2024 წელს, და გვთავაზობს ფიშინგისგან დაცულ ავთენტიფიკაციის შესაძლებლობას ცალკე კოდის გამოყენების საჭიროების გარეშე.
გაააქტიურეთ ფიშინგის საწინააღმდეგო კოდი
Binance-ის ანგარიშზე ფიშინგის საწინააღმდეგო კოდის გააქტიურების შემდეგ, Binance-ის მიერ გამოგზავნილ ელ. წერილების ზედა ნაწილში გამოჩნდება აღნიშნული კოდი. თუ მიიღებთ ელ. წერილს, რომელზეც არ არის ეს კოდი მითითებული, ეს იმას ნიშნავს, რომ წერილი შეიძლება ყალბი იყოს. ეს ფუნქცია გეხმარებათ ფიშინგის მცდელობების იდენტიფიცირებაში, რა დროსაც თაღლითები თქვენთან კომუნიკაციას Binance-ის სახელით ცდილობენ.
ანგარიშის უსაფრთხოების ვარიანტების შესახებ უფრო დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ სტატია 7 მარტივი საფეხური თქვენი Binance-ის ანგარიშის უსაფრთხოებისთვის.
შეჯამება
ანგარიშის შექმნა, ვინაობის ვერიფიკაცია და პირველი ვაჭრობის განხორციელება წარმოადგენს Binance-ზე კრიპტოთი ვაჭრობის დაწყების პირველ საფეხურებს. ყიდვის და გაყიდვის საბაზისო ფუნქციების გარდა, ეს სავაჭრო ბირჟა გთავაზობთ უამრავ სხვა შესაძლებლობას, რომელთა შორისაა კოპირებით ვაჭრობა, სარგებლის გენერირების პროდუქტები და Web3 ინსტრუმენტებზე წვდომა. Binance Academy-ზე ხელმისაწვდომია სახელმძღვანელოები და სტატიები, სადაც განხილულია სავაჭრო ინსტრუმენტები, სტრატეგიები და კრიპტო კონცეფციები და განკუთვნილიანებისმიერი დონის გამოცდილების მქონე მომხმარებლებისთვის.
დამატებითი საკითხავი
პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის წარმოდგენილია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შეძენას. რჩევების მისაღებად თავად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. თუ წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებს, რისკის შესახებ გაფრთხილებას და Binance Academy-ს პირობებს.