მთავარი დეტალები
დიაგრამის შაბლონები ასახავს ფასის ცვლილებებს და გამოიყენება ტექნიკური ანალიზის დროს, რაც გვეხმარება ტენდენციის პოტენციური შემობრუნების ან გაგრძელების იდენტიფიცირებაში.
ისინი იყოფა სამ ძირითად კატეგორიად: შემობრუნების შაბლონები, გაგრძელების შაბლონები და ორმხრივი შაბლონები.
არც ერთი ცალკე აღებული შაბლონი არ იძლევა კონკრეტული შედეგის ზუსტად პროგნოზირების შესაძლებლობას; ინფორმირებული სავაჭრო გადაწყვეტილებების მიღებისთვის, საჭიროა, რომ მათი გამოყენება მოხდეს სხვა ინსტრუმენტებთან და გონივრულ რისკის მართვის ღონისძიებებთან ერთად.
რა არის კრიპტოს დიაგრამის შაბლონები?
კრიპტოს დიაგრამის შაბლონები წარმოადგენს ფასის ცვლილებების ამსახველ სანთლის დიაგრამებს, რომლებსაც ტრეიდერები იყენებენ ტექნიკური ანალიზის (TA) დროს პოტენციური სავაჭრო შესაძლებლობების იდენტიფიცირების მიზნით. მათზე ასახულია მყიდველების და გამყიდველების ერთობლივი აქტივობები დროის კონკრეტულ მონაკვეთში. რადგან ბაზრის სხვა მონაწილეები ფასის ცვლილების იმავე მონაცემებს ხედავენ, ეს შაბლონები თვითგაძლიერებად სიგნალებად შეიძლება გარდაიქმნას.
გაითვალისწინეთ, რომ ცალკე აღებულ არც ერთ შაბლონს არ შეუძლია ფასის მოძრაობის მაღალი სიზუსტით პროგნოზირება. დიაგრამის შაბლონები გამოყენებულ უნდა იქნეს, როგორც ალბათობის გამოთვლის ინსტრუმენტები, რომელთა საიმედოობა მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ბაზრის პირობებზე, დროის ინტერვალსა და ვაჭრობის მოცულობაზე.
კრიპტოს დიაგრამის შაბლონები
კლასიკური დიაგრამის შაბლონების უმეტესობა შეგვიძლია სამი კატეგორიიდან ერთ-ერთს მივაკუთვნოთ:
შემობრუნების შაბლონები მიანიშნებს, რომ მიმდინარე ტენდენიამ შეიძლება იმპულსი დაკარგოს და მიმართულება შეიცვალოს.
გაგრძელების შაბლონები მიანიშნებს, რომ ფასის მოძრაობა დროებით შეჩერდა და სავარაუდოდ მოძრაობას იმავე მიმართულებით გააგრძელებს.
ორმხრივი შაბლონები ასახავს ბაზრის გაურკვევლობას: ფასის მოძრაობა შეიძლება ნებისმიერი მიმართულებით გაგრძელდეს.
შემობრუნების შაბლონები
შემობრუნების შაბლონები ჩნდება ტენდენციის დასასრულს და მიანიშნებს ბაზრის მიმართულების პოტენციურ ცვლილებაზე.
ორმაგი მწვერვალი
ორმაგი მწვერვალის ფორმირება ხდება მაშინ, როდესაც ფასი ერთი და იმავე დონეზე ორჯერ ადის და ამავდროულად მეორე ცდის დროს პირველზე მაღალი მნიშვნელობა არ ფიქსირდება. ის ითვლება bearish შემობრუნების აღმნიშვნელ შაბლონად. ამ შაბლონის დადასტურებად ითვლება ორ მწვერვალს შორის პერიოდში ფასის ჩამოსვლა მხარდაჭერის დონეზე ქვემოთ (საყელო).
ორმაგი ფსკერი
ორმაგი ფსკერი წარმოადგენს ორმაგი მწვერვალის სარკისებურ ასლს. ამ დროს ფასი ორჯერ ეცემა, სანამ ზრდას დაიწყებს. ის ითვლება bullish შემობრუნების აღმნიშვნელ შაბლონად. ამ შაბლონის დადასტურებად ითვლება ორ ფსკერს შორის პერიოდში ფასის აწევა რეზისტენტობის დონის ზემოთ.
თავი და მხრები
თავის და მხრების შაბლონი შედგება სამი მწვერვალისგან: ყველაზე მაღალია ცენტრალური მწვერვალი (თავი), რომლის ორივე მხარეს განთავსებულია უფრო მოკლე მწვერვალები (მხრები). ამ მწვერვალების დამაკავშირებელი საყელოს ქვემოთ გამოსახულია მხარდაჭერის დონის ხაზი — ეს შაბლონი ზოგადად bearish სიგნალად მიიჩნევა.
შებრუნებული თავი და მხრები
შებრუნებული თავის და მხრების სტუქტურა წინა შაბლონის სარკისებურ ანალოგს წარმოადგენს. ის შედგება სამი ფსკერისგან, რომელთაგან ცენტრალური ყველაზე ღრმაა. საყელოს რეზისტენტობის დონის გადაკვეთა ტენდენციის აღმავალი მიმართულებით შეცვლის ალბათობაზე მიანიშნებს.
აღმავალი სოლი
აღმავალი სოლი შედგება აღმავალი მიმართულებით მოძრავი ორი ტენდენციის ხაზისგან, რომლებიც ერთმანეთს უახლოვდება — ორივე ხაზი აღმავალი მიმართულებით მოძრაობს, თუმცა ქვედა ხაზი უფრო ციცაბოა. აღმავალი მოძრაობის მიუხედავად, ხაზებს შორის მანძილის შემცირება მიანიშნებს ყიდვის მიმართულებაზე ზეწოლის შემცირებას, ამიტომ ეს შაბლონი ჩვეულებრივ bearish სიგნალად მიიჩნევა.
გაგრძელების შაბლონები
გაგრძელების შაბლონების ფორმირება ხდება ხანგრძლივი ტენდენციის დროს და აღნიშნავს მოკლე პაუზას. ის მიანიშნებს, რომ ფასი ემზადება მიმდინარე მიმართულებით მოძრაობის გასაგრძელებლად.
Bull დროშა
Bull დროშა შედგება ფასის მკვეთრი აღმავალი მოძრაობის აღმნიშვნელი ხაზისგან (დროშის ტარისგან), რასაც მოსდევს მოკლე ჰორიზონტალური ან ოდნავ დაღმავალი მიმართულებით მოძრავი ხაზები (დროშა). ფასის მიერ დროშის ზედა საზღვრის გადაკვეთა, რასაც იდეალურ შემთხვევაში თან ახლავს ვაჭრობის მოცულობის ზრდა, შეიძლება მივიჩნიოთ აღმავალი ტენდენციის გაგრძელების სიგნალად.
Bear დროშა
Bear დროშა Bear დროშის შებრუნებული ვარიანტი. ის შედგება ფასის მკვეთრი დაცემის აღმნიშვნელი ხაზისგან, რასაც მოსდევს ოდნავ აღმავალი მიმართულებით მოძრავი ხაზები. ფასის მიერ დროშის ქვედა საზღვრის გადაკვეთა შეიძლება მივიჩნიოთ დაღმავალი ტენდენციის გაგრძელების სიგნალად.
ალამი
ალამი დროშის შაბლონის მსგავსია, თუმცა ის შედგება ერთმანეთთან დაახლოებული ხაზებისგან, რომლებიც კონსოლიდაციის ფაზის დროს სამკუთხედს ქმნის. არსებობს Bull და Bear ალმები, სადაც გარღვევის მიმართულება იმეორებს შაბლონის დასაწყისში დაფიქსირებულ ფასის მოძრაობის მიმართულებას.
ზემოთ მიმართული სამკუთხედი
ზემოთ მიმართული სამკუთხედი შედგება ბრტყელი ჰორიზონტალური რეზისტენტობის ხაზისგან და აღმავალი მიმართულებით მოძრავი ქვედა ტენდენციის ხაზისგან. მყიდველები აქტიურდებიან ფასის ყოველი კლებისას რითაც ზრდიან ზეწოლას რეზისტენტობის ზონაზე. ფასის ამ დონეზე მაღლა ასვლა შეიძლება Bullish სიგნალად მივიჩნიოთ.
ქვემოთ მიმართული სამკუთხედი
ქვემოთ მიმართული სამკუთხედი წინა შაბლონის საპირისპიროა. ის შედგება ბრტყელი მხარდაჭერის ხაზისგან და დაღმავალი მიმართულებით მოძრავი ზედა ტენდენციის ხაზისგან. ფასის ზრდა ყოველ ჯერზე უფრო დაბალ წერტილზე ჩერდება, რაც აძლიერებს მხარდაჭერის დონეზე ზეწოლას. ფასის ამ მხარდაჭერის დონეზე დაბლა ჩამოსვლა შეიძლება Bearish სიგნალად მივიჩნიოთ.
ჩამოვარდნილი სოლი
ჩამოვარდნილი სოლის დიაგრამა შედგება დაღმავალი მიმართულებით მოძრავი ორი ტენდენციის ხაზისგან, რომლებიც ერთმანეთს უკავშირდება. მათ შორის მანძილის შემცირების პარალელურად მცირდება ზეწოლა გაყიდვის მხარეს. შაბლონი ითვლება Bullish სიგნალად. იმპულსის შემცირების პარალელურად, არსებობს ფასის აწევის ალბათობა.
ორმხრივი შაბლონები
ორმხრივი შაბლონები რომელიმე მიმართულებით მოძრაობის ალბათობაზე არ მიუთითებს და ამ დროს გარღვევა შეიძლება ნებისმიერი მიმართულებით მოხდეს. ამ შაბლონების ინტერპრეტაციისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვაჭრობის მოცულობის და ზოგადად ბაზრის მდგომარეობის გათვალისწინება.
სიმეტრიული სამკუთხედი
სიმეტრიული სამკუთხედი შედგება დაღმავალი ზედა ტენდენციის ხაზისგან და აღმავალი ქვედა ტენდენციის ხაზისგან, რომლებიც ერთმანეთს უკავშირება. ის ასახავს ბალანსს მყიდველებსა და გამყიდველებს შორის და არ მიუთითებს რომელიმე მიმართულებაზე ზეწოლაზე. გარღვევის მიმართულება გვთავაზობს სავაჭრო სიგნალს და ხშირად შეესაბამება ტენდენციის იმ მიმართულებას, რომელიც ფიქსირდებოდა ამ შაბლონის ფორმირებამდე.
კრიპტოს დიაგრამის შაბლონები: სწრაფი გზამკვლევი
კრიპტოს დიაგრამის შაბლონების გამოყენება
რამდენიმე პრაქტიკული მოსაზრება კრიპტოვალუტის ბაზრებში გრაფიკული პატერნების გამოყენებისას:
ვაჭრობის მოცულობა მნიშვნელოვანია. ჭეშმარიტ გარღვევას ზოგადად თან ახლავს ვაჭრობის მოცულობის ზრდა. თუ გარღვევას თან ახლავს დაბალი ან კლებადი ვაჭრობის მოცულობა, სიგნალი ნაკლებად საიმედოა.
ყურადღება მიაქციეთ ყალბ გარღვევებს. კრიპტო ბაზრებისთვის დამახასიათებელია ფასის მოკლევადიანი მოძრაობები, რომელიც შემობრუნებამდე მოკლე პერიოდით სცდება შაბლონის საზღვრებს. ყალბი სიგნალების თავიდან ასაცილებლად სასურველია დაელოდოთ სანთლის სრულად (და არა მხოლოდ პატრუქის) ფორმირებას.
დროის ინტერვალები გავლენას ახდენს საიმედოობაზე. უფრო დიდი დროის ინტერვალებით, მაგალითად ოთხსაათიანი ან ერთი დღის დიაგრამებით ფორმირებული შაბლონები გვთავაზობს უფრო საიმედო სიგნალებს.
გამოიყენეთ სხვა ინსტრუმენტებთან ერთად. დიაგრამის შაბლონები უფრო ეფექტურია, თუ მათ იყენებთ დამატებით ინდიკატორებთან და ზუსტად განსაზღვრულ stop-loss შეკვეთებთან ერთად, რაც გეხმარებათ რისკის მართვაში თითოეული ვაჭრობის დროს.
შეჯამება
კრიპტოს დიაგრამის შაბლონები ტექნიკური ანალიზის ერთ-ერთ ყველაზე ფართოდ გამოყენებულ ინსტრუმენტებს წარმოადგენს, თუმცა მათი ეფექტურობა უფრო მაღალია, თუ ისინი გამოიყენება, როგორც უფრო კომპლექსური მიდგომის ნაწილი. არც ერთი შაბლონი არ გთავაზობთ გარანტირებულ შედეგებს — შაბლონის ფორმირებაზე გავლენას ახდენს ბაზრის პირობები, ვაჭრობის მოცულობა და კონტექსტი. ინფორმირებული გადაწყვეტილების მისაღებად საჭიროა, რომ შაბლონის ანალიზი გამოყენებულ იქნეს სათანადო რისკის მართვასთან და სხვა ინდიკატორებთან ერთად.
დამატებითი საკითხავი
პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის წარმოდგენილია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შეძენას. რჩევების მისაღებად თავად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. თუ წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებს, რისკის შესახებ გაფრთხილებას და Binance Academy-ს პირობებს.